ისლამის ისტორია:
ისლამი არაბეთის ნახევარ კუნძულზე მე-7 საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. იმ დროს ეს მხარე უპირატესად არაბებით იყო დასახლებული. ისინი პოლითეისტები იყვნენ და სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებოდნენ. წარმართობა არაბეთში წარმოდგენილი იყო, როგორც ადგილობრივი, ისე ირანიდან და რომის იმპერიიდან შემოტანილი კულტებით. არაბეთში გადასახლებულთა შორის იყვნენ ებრაელებიც და ქრისტიანებიც, უმეტესად ის ქრისტიანები, რომელთა მრწამსი საეკლესიო კრებებმა ერესად შეაფასა და რომლებსაც ბიზანტიის იმპერატორები სდევნიდნენ. არაბთა შორის ყველაზე მეტად ყურეიშელთა ტომი დაწინაურდა, რომელთა ღვთაებას ალლაჰი ერქვა. ეს სახელი ეტიმოლოგიურად, სავარაუდოდ, კავშირშია ებრაელთა უზენაესი ღმერთის სახელთან- ელოაჰ. საქმე ისაა, რომ ებრაელი ხალხი და მათი რელიგია არაბებისთვის ძველთაგანვე იყო ცნობილი.
ისლამის 5 პირობა:
ისლამში 5 პირობა არსებობს, რომელიც ყველა მუსლიმისთვის აუცილებელია. ესენი არიან:
1. ერთადერთი ღმერთად ალაჰის აღიარება- შაჰადა.
ესაა რიტუალური და ყველაზე ტევადი ფორმულა, რომელიც ისლამის ორ მთავარ თეზისს გამოხატავს.
2. ყოველდღიური ხუთგზისი ლოცვა- სალათი.
ყოველ ასეთ ლოცვას წინ უძღვის განბანვა (ვუდუ). ლოცვა შესაპერის პირობებში სრულდება- ნოხზე დადგომით და დაჩოქებით. ლოცვის ყოველდღიური ციკლი ასეთია: ფაჯრი- სრულდება განთიადზე, ზუჰრი- შუადღისას, ასრი- მზის ჩასვლამდე, მაღრიბ- მზის ჩასვლის შემდეგ და მეხუთე, იშა- ღამით, ძილის წინ.
3. მოწყალება- ზაქათი.
ეს ნიშნავს განწმენდა და გასუფთავება. ყველა მორწმუნი მუსლიმი ვალდებულია, რომ დაეხმაროს გაჭირვებულებს. ზაქათის სინონიმია სადაკა.
4. სავალდებულო მარხვა.
სავალდებულო მარხვა მორწმუნი მუსლიმს სულისა და გონის მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისაგან თავი უნდა შეიკავოს- ჭამისაგან, სმისაგან და ინტიმური ცხოვრებისაგან. აკრძალებისაგან იგი თავისუფლდება მზის ჩასვლის შემდეგ.
5. ჰაჭი.
ჰაჭი წმინდა ადგილების მოლოცვას ნიშნავს. ყველა მუსლიმმა აუცილებლად იმოგზაუროს მექაში და იმონახულოს ქააბას. ესეც სავალდებულოა. ვინც ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს, შეუძლია წარმომადგენელი გააგზავნოს. ჰაჭი მთვარის კალენდრის უკანასკნელ თვეში სრულდება.
შუამავალი მუჰამედი:
ყურეიშელთა წარმომადგენელი იყო ვაჭარი მუჰამედი (მუჰამმადი), რომელმაც კაცობრიობას ახალი რელიგიური სისტემა შესძინა. მუჰამედი 570-632 წლებში ცხოვრობდა , იგი ქალაქ მექაში, ჰაშიმის გვარში, ღარიბი ვაჭრის, აბდალაჰის ოჯახში დაიბადა. თვე და რიცხვი დაზუსტებული არ არის. მეტი ალბათობით ეს 570 წლის 20 აპრილს მოხდა. მუჰამედი ადრე დაობლდა. მისი აღზრდა ბიძამ, აბუ ტალიბმა იკისრა. მუჰამედმა ბავშვობა მოჯამაგირეობაში გაატარა, იყო მწყემსი, შემდეგ- ქარავნის გამყოლი. არსებობს გადმოცემა: იგი იმდენად კეთილშობილი ბავშვი ყოფილა, რომ მას "ალამანი" ან "სანდო" შეარქვეს. 595 წელს მუჰამედმა მდიდარი ქალი ხადიჯა (ჰადიჯა) შეირთო და ვაჭარი გახდა. მათ შვიდი შვილი შეეძინათ, მაგრამ ვაჟები (კასიმი და აბდ ალაჰი) ჩვილობის ასაკში გარდაიცვალნენ და ოჯახს ოთხი ქალიშვილი შერჩა: ზაინაბი, რუქია, უმ ქულსუმი და ფატიმა. ამ ტრაგედიამ მუჰამედში შინაგანი გარდატეხა მოახდინა - მის არსებას ყოფნაარყოფნის კითხვები დაეუფლა.
მუჰამედს ისლამის გავრცელების ფართომასშტაბიანი გეგმა ჰქონდა და დიდი სამხედრო ექსპედიციისათვის ემზადებოდა, მაგრამ 632 წლის 8 ივნისს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, ალლაჰის წმინდა შუამავალი მექაში გარდაიცვალა. იქ იგი მომლოცველად შევიდა, რის გამოც ამ გზას „გამოსამშვიდობებელი პილიგრიმობა“ უწოდეს.
ყურანი:
ყურანი ნიშნავს "კითხვას" ანუ ასე რომ ვთქვათ, დღეში სამჯერ, ხუთჯერ უნდა წაიკითხო. ყურანი შედგენილია 114 სურიისაგან, რომელიც თავის მხრივ შედგება აიებისაგან. ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი სურა ის არის, რომ "ფათიჰას სურა", ამბობენ, რომ ერთ მუსლიმისთვის ძალაინ აუციელებელია. როდესაც ადამიანი ლოცულობს, ამ ლოცვის მიღებისთვის და ყველა გარდაცვლილი ადამიანისთვის ხმაურობენ ხოლმე.
No comments:
Post a Comment