პროექტი ისლამი
ბლოგი შექმნილია ინფორმაციული წიგნიერების ფარგლებში, გიუნელ ნაიბოვას მიერ.
Wednesday, May 24, 2017
რა არის ისლამი?
პრეზენტაცია:
ისლამი სამიდან ერთ-ერთი აბრაამული, მკაცრად მონოთეისტური რელიგია არის, რომელიც იუდაიზმისა და ქრისტიანობის შემდეგ წარმოიშვა. გარკვეულწილად ორივე წინა რელიგიის წერილობითსა და ზეპირ ტრადიციას მოიცავს. ეს ტრადიციები მუსლიმთა რწმენით, ახალი გამოცხადებით და შესაბამისად ახალი საღვთო ლიტერატურით შევსებულია. მართალია, ისლამი არაბულ გარემოში, ერთ-ერთი არაბული ტომის წიაღში ჩამოყალიბდა. გამოცხადება მოციქულსაც არაბულ ენაზე ეუწყა და საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო ლიტერატურაც ამ ენაზე დაიწერა, მაგრამ იგი ასპარეზზე მსოფლიო რელიგიის ნიშნით გამოვიდა და სხვადასხვა რელიგიური და კულტურული ტრადიციების ქვეყნებსა და ხალხებში სწრაფად გავრცელდა. დღეისათვის ისლამი დედამიწის თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ბევრგან იგი, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, სახელმწიფო ინსტიტუტის რანგშია აყვანილი და პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული გარემოს ხასიათს განსაზღვრავს. მსოფლიოში მუსლიმთა საერთო რიცხვი ამჟამად მილიარდს აღემატება.
Subscribe to:
Posts (Atom)